|
2026-09-22 10:43:28, 2286 ნახვა
ეკონომიკა
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
დღეიდან თიბისი და Visa Glovo-ს კურიერებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილ საგადახდო ბარათს - „Glovo-ს პარტნიორის ბარათი“- შესთავაზებენ. Glovo-ს კურიერების საჭიროებებზე მორგებული ერთობლივი ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ანალოგიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, 21 სექტემბერს, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში გაიმართა. Glovo საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად მიწოდების უდიდეს ქსელს მართავს, რომელსაც ყოველთვიურად 5,000-ზე მეტი აქტიური პარტნიორი კურიერი ემსახურება. აღნიშნული ბარათი მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მეტი სარგებელი ყოველდღიური გადახდებისგან. პარტნიორის ბარათით Glovo-ს კურიერები შეუფერხებელ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მათი საქმიანობისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებებზე მუდმივი ფასდაკლებებითა და ქეშბექებით ისარგებლებენ, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. „თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო პროდუქტები, არამედ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად ამარტივებს. ექსკლუზიურად Glovo-ს პარტნიორი კურიერებისთვის შექმნილი ბარათი სწორედ ამ მიდგომის მაგალითია. გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობები ხელს უწყობს თანამედროვე საბანკო გამოცდილების განვითარებას და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას“, - სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. Glovo-ს კურიერებისთვის პარტნიორის ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეკვეთა შესაძლებელია Glovo Rider აპლიკაციიდან. ბარათი ემატება თიბისი მობაილბანკს და გამოიყენება Apple Pay და Google Pay გადახდებისთვისაც.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)