08:06 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 21:05:52, 20148 ნახვა

Lifestyle
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტების“ რეესტრში დაამატა. სააგენტომ გადაწყვეტილება ახსნა მისი მონაწილეობით „უცხოელი აგენტებისგან, ასევე იმ ორგანიზაციებისგან შეტყობინებებისა და მასალების შექმნაში, რომლებიც შედიან იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების სიაში, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ფედერაციაში საზოგადოებისთვის არასასურველად ითვლება“.

ანდრეი ზვიაგინცევი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჯილდოს მფლობელი რუსი კინორეჟისორია. მისმა სადებიუტო ფილმმა „დაბრუნება“ 2003 წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი მოიპოვა. მისმა 2014 წლის ფილმმა „ლევიათანმა“ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ჯილდო, ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. მისი 2017 წლის ფილმი „უსიყვარულო“ ასევე იყო ნომინირებული ოსკარზე და კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მოიპოვა.

2026 წლის მაისში ზვიაგინცევის ახალმა ფილმმა „მინოტავრი“ კანის 79-ე კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა და საფრანგეთის მიერ წარდგენილი იყო ოსკარზე. დაჯილდოების ცერემონიაზე ზვიაგინცევმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„მთელი მსოფლიო მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს: შეწყდეს უთვალავი მკვლელობა შეხების ხაზის ორივე მხარეს. და ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ამ ხოცვა-ჟლეტის შეჩერება, თქვენ ხართ, ბატონო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტო. საბოლოოდ, დაასრულეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა რეჟისორმა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics