19:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 19:15:52, 2229 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერება.

„საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ხელი მოეწერა ოქმს საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნაურუმ ადრე ოფიციალურად გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, წყნარი ოკეანის ამ სახელმწიფომ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ხელისუფლებასთან.

ნაურუ გაეროს იმ მცირერიცხოვან წევრ სახელმწიფოებს შორის იყო, რომელმაც რუსეთის მაგალითს მიჰყვა და 2008 წლის შემდეგ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად, რუსეთთან ერთად, ამ ქვეყნებს შორის არიან ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია. წყნარი ოკეანის კიდევ ორმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ვანუატუმ და ტუვალუმ, ასევე ადრე გამოაცხადეს აღიარების გაუქმების შესახებ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics