19:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 12:38:47, 3352 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილმა ე.წ გამჭვირვალობის კანონი და ნამოჰვანჰესის ჩაგდებული პროექტი ერთმანეთს დაუკავშირა

გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა მიიღო. - ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

მან რატომღაც ე.წ გამჭვირვალობის კანონი და ნამოჰვანჰესის ჩაგდებული პროექტი ერთმანეთს დაუკავშირა.

„ამ დღეებში შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. თუმცა არსებობს რისკი, რომ საქართველოს ბიუჯეტს კომპანიის სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისროს. ეს არის კომპანია, რომელიც, ფაქტობრივად, უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ აქედან გააგდო. გარდა იმისა, რომ საქართველომ ზიანი მიიღო იმის გამო, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით შეიძლება, საქართველოს ბიუჯეტიდან მოგვიწიოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედმა ორგანიზაციებმა მიაყენეს. შეგახსენებთ, მაშინ ამ კამპანიას სრულად კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საია“. სამივე დაფინანსებული იყო ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან. დღეს უკვე ყველამ იცის, რა ფარსი მოაწყეს – სრული დეზინფორმაცია, მართლაც ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო და ჩაშალეს კიდეც ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.

ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება, მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში. კანონი ემსახურება ქართულ ინტერესებს და იმ მავნებლობას, რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა, როდესაც ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics