19:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-17 16:12:43, 2109 ნახვა

პოლიტიკა
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა

პარტია ხალხმა უნდა აკრძალოს, როდესაც არჩევნებზე მივა და ამ პარტიას ხმას არ მისცემს. ეს პარტიისთვის ყველაზე დიდი განაჩენია.  – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, ამბობენ, თითქოს მანდატებს გვინარჩუნებენ და ა.შ. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა არ შექმნილა იმისთვის, რომ რომელიმე ერთი მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შესულიყო. ხანგრძლივი მიზნები და ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა გვაქვს, რომელსაც დამოუკიდებლად მივყვებით. ჩვენი მთავარი მიზანია არა პარლამენტში ყოფნა, არამედ არჩევნების გზით „ოცნების“ მოძალადე და დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. „ქართული ოცნება“ თუ ჩვენთვის ამ მექანიზმის წართმევას იმიტომ ცდილობს, რომ პოლიტიკური ოპონირების რესურსი აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში სრული უმრავლესობა აქვთ, ერთადერთი ოპოზიციური პარტია ვართ და ამის ატანაც არ შეუძლიათ, ეს უკვე სხვა რამეა და ამას ხალხი ხედავს. სამწუხაროა, რომ ის ავტოკრატია, რაც „ოცნებამ“ შექმნა, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით იჩენს თავს. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ვიცით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებში ასეთი რამ შეიძლება, მოხდეს. ჩვენ პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვართ. შესაბამისად, რეალობას თვალს ვუსწორებთ, ამიტომ, ეს მოულოდნელი არ ყოფილა“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics