2026-09-17 13:41:11, 1716 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, უკრაინელმა როსტოვში აეროდრომზე 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარე აეროდრომზე სამი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარტყმა განხორციელდა ერთ An-12 ტიპის და ორი An-26-ის თვითმფრინავზე. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა შავ ზღვაში მიღწეული კარგი შედეგები, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ ყოველდღიურად ვპასუხობთ აგრესიას. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განახორციელეს თავდასხმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან