2026-09-15 17:02:26, 2586 ნახვა
სამართალი
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
საქართველოს პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. მამისეიშვილის კანდიდატურას მხარი პარლამენტის ოთხმოცდახუთმა წევრმა დაუჭირა, ხოლო 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
დავით მამისეიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ პარლამენტის დადგენილება ძალაში შევა 2027 წლის 30 აპრილს, როდესაც მის მიერ დასაკავებელი სასამართლო თანამდებობა ვაკანტური გახდება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მამისეიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 14 სექტემბერს მოისმინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მამისეიშვილს 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, მათ შორის 18 წელი მოსამართლედ მუშაობის.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან