20:02 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 12:40:54, 1374 ნახვა

ეკონომიკა
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი - არც თუ ისე საყვარელი რუტინა. ჯარიმის შემოწმება და გადახდა, პარკირების ბალანსის შევსება, ვადების შეხსენება - ეს ყველაფერი დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა და ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ერთ სივრცეში მოქცევით, მათი მართვა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდა.

განახლებული ავტო კომფორტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჯარიმები პირდაპირ მობაილბანკიდან, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს, მათი სტატუსი და დეტალები მარტივად ნახოს, ხოლო ახალი ჯარიმის დარიცხვისთანავე შეტყობინება მიიღოს. აპლიკაციაში ჯარიმის მიზეზისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვაც მარტივად არის შესაძლებელი.

საქმე კიდევ უფრო მარტივდება პარკირების ბალანსის მობაილბანკიდან შევსებითაც - აღარ არის საჭირო სხვადასხვა პლატფორმაზე გადასვლა ან დამატებითი ნაბიჯების გავლა. ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მარტივი ნავიგაციითა და მაქსიმალურად გამარტივებული პროცესებით.

ავტო კომფორტი მხოლოდ ყოველდღიური საქმეების გამარტივებას არ გულისხმობს. მომხმარებლებს ავტომობილთან დაკავშირებულ პარტნიორ კომპანიებთან სპეციალური შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და ქეშბექებით სარგებლობაც შეუძლიათ - მათ შორის საწვავის, დაზღვევისა და ტექ-მომსახურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ერთი სივრცე მომხმარებელს არა მხოლოდ დროსა და ენერგიას უზოგავს, არამედ დამატებით სარგებელსაც აძლევს.

განახლებული ავტო კომფორტი განსაკუთრებით მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს, ავტომობილთან დაკავშირებული რუტინა ნაკლები ძალისხმევით მართოს - შეტყობინებიდან გადახდამდე, პარკირების ბალანსიდან - სპეციალურ შეთავაზებებამდე და ეს ყველაფერი - მობაილბანკში.

ავტო კომფორტით სარგებლობის პირველი 3 თვე უფასოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფუნქციონალს 31 ოქტომბრამდე გაიაქტიურებენ.

თიბისი აგრძელებს მობაილბანკის განვითარებას, რომ გაგიმარტივოს ცხოვრება და ყოველდღიური რუტინული საქმეები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics