|
2026-09-11 18:06:57, 1646 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ახლა უკვე დღეში 16 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მომხმარებლებს აქციების ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ როგორც ბაზრის გახსნამდე, ისე დახურვის შემდეგ. სავაჭრო საათებია:
ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც ქვეყნდება — მათ შორის: კომპანიების კვარტალური შედეგები, ეკონომიკური მონაცემები და კორპორაციული სიახლეები. დამატებითი სავაჭრო საათები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ და მომდევნო სავაჭრო დღეს აღარ დაელოდონ. ახალი ფუნქციონალი — აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაზრდილი სავაჭრო საათების დამატება — საინვესტიციო პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია; ფუნქციონალის მიზანია, ინვესტირება უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის. დამატებითი სავაჭრო საათებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან: https://app.tbcbank.ge/YiId/vmg69gvc სავაჭრო საათები მოცემულია თბილისის დროით და შესაძლოა სეზონურად შეიცვალოს. გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სავაჭრო საათების ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის განახლება. ეს არ არის ფინანსური რჩევა.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)