21:17 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-10 11:24:48, 1765 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რაზმაძეს რუსი პროპაგანდისტების სიმონიანის და სალავიოვის შეურაცხყოფისთვი ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება

რეჟიმის სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) სააგენტომ ვიდეობლოგერი და სამოქალაქო აქტივისტის თორნიკე რაზმაძის წინაარმდეგ საჩივარი სასამართლოს გაუგზავნა. რუსი პროპაგანდისტების მარგარიტა სიმონიანის და ვლადიმერ სალავიოვის შეურაცხყოფისთვის ან ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება.

„არ დაიჯერებთ რის გამო აღმიძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რომ ან დამაპატიმრონ, ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. აი, დღეს მივიღე ეს უწყება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვს, რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო.

საქმე ეხება ჩემ მიერ რამდენიმე კვირის წინ განთავსებულ ვიდეოს, რომელსაც კიდევ ერთხელ მოგასმენინებთ, რომელშიც მარგარიტა სიმონიანი დგას სხვა რუსი პროპაგანდისტების გარემოცვაში და დაგვცინის ქართველებს და პირველ რიგში დასცინის ერეკლე მეორეს. რომელზეც ასეთ რამეს ამბობს, რომ როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო და გეორგიევსკის ტრაქტატით რუსებს მუხლებზე დამდგარი გვეხვეწებოდა მფარველობის ქვეშ მიღებასო, სხვა ქართველებიცო, აი ეს ახალი ირაკლებიც ეგრე მოვლენ და მუხლებზე დამდგარი მოფორთხდებიან და შეგვეხვეწებიან, რომ ჩვენი მფარველობის ქვეშ მივიღოთო. აი ამას ამბობს სიტყვასიტყვით.

აი ეს, ახლა რასაც თქვენ საკუთარი ყურით მოუსმინეთ, არის თუ არა ყველა ქართველის შეურაცხყოფა. თავი რომ დავანებოთ ისტორიას, თავი რომ დავანებოთ ერეკლე მეფეს, რომელსაც ასე მოიხსენიებს... მათ შორის ახლანდელი ქართული ოცნების წარმომადგენლების შეურაცხყოფაც არის ეს, იმიტომ რომ თანამედროვე ხელისუფლებას ხომ ისინი წარმოადგენენ? ახლა აღარ არის ერეკლე პაპა დასაცავი? ეს არ იყო მისი შეურაცხყოფა? რამდენი თვის განმავლობაში ქართულ ოცნებას მთელი პროპაგანდისტული კამპანია ჰქონდა გაშლილი, როგორ იცავდნენ თურმე ერეკლე მეფეს ვიღაცეებისგან. და ამაზე მეტი შეურაცხყოფა ერეკლე მეფის სად მოგისმენიათ, რომელსაც რუსი პროპაგანდისტები უწოდებენ მუხლებზე მფორთხავ მეფეს და ღლიცინებენ იქ ეთერში.

და ამის გამო მე თურმე, როგორ დავწერე კომენტარი, ახლა ეს უნდა გაირჩეს სასამართლოზე, დასაჯარიმებელი ვარ თუ დასაჭერი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი პრობლემა არ არის არც ციხეში ჩაჯდომა, არც ჯარიმის დაკისრება იმ ფონზე, როცა უამრავი ადამიანი აბსოლუტურად უსამართლოდ, წლების განმავლობაში ზის ციხეში და ოჯახებს ვერ ნახულობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემსავით ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდნენ რაღაცეებს. ეს საერთოდ არ არის პრობლემა. პრობლემა არის გზავნილი, რომელსაც ამით ქართული ოცნება გვიგზავნის. რომ თურმე რუსი პროპაგანდისტებისთვის შეურაცხმყოფელი რაღაცეების თქმა არ შეიძლება. ბებიათქვენისამ!“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics