20:02 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-08 22:42:54, 1790 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია - „საგანძურის მარათონი“ წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა და მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო შეჯიბრებად აქცია.

კამპანიის განმავლობაში, მომხმარებლებს მობაილბანკში სხვადასხვა მარტივი ქმედების შესრულებით მონეტების დაგროვება და ფულადი პრიზების მოგება შეეძლოთ. მოთამაშეები ოთხ საგვარეულოში იყვნენ გადანაწილებული და ფინალში გადასასვლელად გუნდურად აგროვებდნენ ქულებს. საბოლოოდ, ფინალში ხარჯიანების საგვარეულო გადავიდა, რომლის წევრებმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს.

„საგანძურის მარათონის“ მთავარი შედეგები ასეთია:

  • თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო; 
  • 400-მდე მომხმარებელი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა; 
  • მონაწილეებს შორის, ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა. 

„საგანძურის მარათონის“ იდეა მხოლოდ თამაშში გამარჯვებასა და პრიზების მოგებას არ უკავშირდებოდა. მობაილბანკის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს განსხვავებული და საინტერესო ციფრული გამოცდილებებიც შესთავაზოს.

სწორედ ამიტომ, მობაილბანკის ყოველდღიურ საბანკო აქტივობებს თამაშის ელემენტები დაემატა - რუტინული მოქმედებები კი, შესაძლებლობად იქცა, რომ მომხმარებლებს მობილბანკით სარგებლობისას ახალი და სახალისო გამოცდილება მიეღოთ.

„საგანძურის მარათონმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყოველდღიური საბანკო გამოცდილება მხოლოდ ტრანზაქციებსა და სერვისებს არ გულისხმობს. თიბისის მობაილბანკი ამ გამოცდილების გამრავალფეროვნებას მომავალშიც გააგრძელებს -  ახალი შესაძლებლობებით, თამაშის ელემენტებითა და იდეებით, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და საინტერესოს გახდის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics