20:02 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-08 10:48:33, 1030 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ წარმოებას აფართოებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ არსებულ საწარმოო კომპლექსს აფართოებს და ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოო ხაზს ამატებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ. დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1.5 მლნ. დოლარია.

აღნიშნული პროექტი საწარმოს გაფართოება, ახალი საწარმოს აშენებას და მისი ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას ითვალისწინებს. შედეგად, წარმოების მოცულობა დაახლოებით 40%-ით გაიზრდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შესთავაზოს.

„შპს „ქართული რძის პროდუქტები“ უკვე 20 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის ნატურალური, მაღალი ხარისხის რძის ნაწარმის შეთავაზებაზე. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს.   სწორედ ბანკის მხარდაჭერით შევძელით საწარმოს გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების მოცულობის ზრდა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შევთავაზოთ,“ - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა, კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს პარტნიორ ბიზნესების გაძლიერებას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, პარტნიორ კომპანიებს შევუქმნათ ყველა საჭირო შესაძლებლობა, რათა მათ საქმიანობა წარმატებით განავითარონ და ბაზარზე მყარი პოზიცია დაიმკვიდრონ. “ქართული რძის პროდუქტები” ამის ნათელი მაგალითია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო გერგედავამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics