21:17 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 12:17:02, 1576 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით

გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები.

„გერმანიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ანუ ეკონომიკის შემცირება. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება მოსახლეობის განწყობაზე. ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისთვის. ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ამომრჩევლის განწყობაზე და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. ამის გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტში, საქსენ-ანჰალტის მიწაზე. დანარჩენზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ, ჩვენ ვერ ჩავერევით გერმანელი ხალხის არჩევანში, ზედმეტ კომენტარებსაც მოვერიდებით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ხაზი უნდა გაესვას იმ ტენდენციებს, რომლებიც ფიქსირდება გერმანიაში და რისი გამოხატულებაც არის ოპოზიციის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics