21:24 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 18:14:59, 920 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ე.წ პანამის დოკუმენტებზე: ამ დოსიეს შეთხზვა, იმათ აწყობთ, ვისაც "რუსეთის გაკონტროლება" უნდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. პანამის დოკუმენტებს რუსი ხალხის „ერთიანობის შერყევის მცდელობა“ უწოდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იტყობინება. აღნიშნული განცხადება, პუტინმა სანკტ პეტერბურგში მედია ფორუმზე გააკეთა.

მისივე თქმით, გამოძიების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს უკავშირდება, კერძოდ ე.წ. ოფშორული კომპანიები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. მისი თქმით, ეს ნაწილი კორუფციულ კომპონტენტს არ შეიცავს და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამის ყველაზე მარტივი გზა - ხელისუფლების ორგანოების, მმართველი ორგანოების მიმართ უნდობლობის შექმნაა საზოგადოების შიგნით. ეს წარმატებით იქნა გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის ტრაგიკულ წლებში, როცა ქვეყანა დაშლამდე მიიყვანეს“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ის ამაყობს, რომ როლდუგინისნაირი მეგობრები ჰყავს, მუსიკოსი მთელ ქონებას „რუსეთისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ხარჯავს“.

„ერთ-ერთ ჩვენს კომპანიაში ის მინორიტარული აქციონერია და გარკვეულ ფულს იღებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მილიარდები არ არის. ეს სისულელეა, მსგავსი არაფერი ხდება“, - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. პანამის დოსიეში არ ფიგურირებს, შესაბამისად „სალაპარაკო არაფერია“.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ დოსიეს შეთხზე, იმათ აწყობთ, ვისაც "რუსეთის გაკონტროლება" უნდა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. პანამის დოსიეს თანახმად, ოფშორული კომპანიების საშუალებით რუსეთიდან 2 მილიარდამდე აშშ დოლარის გატანა მოხდა. ამ საქმეში რუსეთში ცნობილი მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი ფიგურირებს, თუმცა, როგორც დღეს პუტინმა განაცხადა, როლდუგინს მილიარდები არ გააჩნია

ე.წ პანამის დოსიეში პუტინის კიდევ რამდენიმე მეგობარი ფიგურირებს: ბიზნესმენი სულეიმან კერიმოვი, არკადი როტენბერგი, იური კოვალჩუკი, სახელმწიფოს გენერალური მდივნის ცოლი - ტატიანა ნავკა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics