12:47 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 12:01:13, 214 ნახვა

ეკონომიკა
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საერთაშორისო ფინანსური გამოცემის Global Finance-ის 2026 წლის Digital Bank Awards-ის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ექვსი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

Global Finance-ის Digital Bank Awards მსოფლიოს მასშტაბით ბანკების ციფრულ ინოვაციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს ყოველწლიურად აფასებს. 2026 წელს გამოცემამ გამარჯვებულები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინა.

ლიბერთის მობაილ ბანკი საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკად (Best Mobile Banking App – Georgia) დასახელდა.

კორპორატიული ციფრული ბანკინგის (Corporate Digital Banking) მიმართულებით, ლიბერთიმ მიიღო შემდეგი ჯილდოები: 

• საუკეთესო ციფრული საბანკო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (Best Online Treasury & Cash Management Services Central & Eastern Europe)

 •  საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში (Best Online Treasury & Cash Management Services – Georgia)

•  საუკეთესო საბანკო მომსახურება მიკრო და მცირე ბიზნესისთვის / საუკეთესო ბიზნეს ციფრული სერვისები საქართველოში (Best SME Banking/SME Platform – Georgia)

ლიბერთი ასევე სოციალური და საზოგადოებრივი საბანკო მომსახურების ნომინაციაში, როგორც  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასევე  საქართველოში  (Social & Community Banking) საუკეთესო ბანკად დასახელდა.

„Global Finance-ის მიერ მიღებული ჯილდოები, ლიბერთის ციფრული განვითარების სტრატეგიის საერთაშორისო აღიარებაა. მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული ციფრული საბანკო სერვისების, ასევე ბიზნესისთვის თანამედროვე ციფრული პლატფორმებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების განვითარება, ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  

ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომავალშიც გააგრძელებს ციფრული ბანკინგის ტრანსფორმაციას. თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული პლატფორმების განვითარება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის საბანკო სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისკენ იქნება მიმართული“ - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გადახედვას საჭიროებს
კობახიძე - დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
კობახიძე- იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics