15:19 - 04 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-04 14:13:28, 248 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვი - მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხული „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი განმარტავს, რომ მისი საჯარო განცხადებები ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების შეფასებას არ ეხებოდა.

უწყებებს აინტეერსებდათ, რაიმე ინფორმაცია მქონდა თუ არა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პირველივე კითხვიდან განვმარტე, რომ ჩემი პოლიტიუკური განცხადების შინაარსი არავითარ შემთხვევაში არ ემსახურებოდა რაიმე ეჭვის გაჩენას ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით, მე ეს არ შემიფასებია. მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, რომელშიც ეს კაცი იყო ნახსენები და პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მე შევაფასე მწვავედ, პოლიტიკურად ის საზიზღარი დაპირისპირება, რომელიც არის "ქართული ოცნების" შიდა კრიმინალურ კლანებს შორის, ღარიბაშილის კლანს ვგულისხმობ და კობახიძე-მდინარაზის კლანს შორის. მე ვაკეთებ აცენტს იმაზე, რომ შიგნით აქვთ ქაოსი, არიან შეშინებულები, ერთმანეთს თავებით ასკდებიან და არ იციან რა გააკეთონ.

იდეა არის, რომ ატეხონ ხმაური, მედია და ღრაიბაშვილი, "ძლიერი საქართველო", "ნაციონალურ მოძრაობა" ირმა ინაშვილი ერთმანეთს დააკავშირონ, რომ აი, ამათმა არაფერი იციან და მარტო კობახიძეა ციდან მოვლენილი ანგელოზი, - ამბობს დათუნაშვილი. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი ლაიფციგში მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვას ამზადებს
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics