|
2026-09-02 13:18:31, 1484 ნახვა
სამართალი
Amnesty International-მა საქართველოს მოუწოდა, დენის კულანინი რუსეთში არ გააძევოს
„ამნესტი ინტერნეშენალმა“ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ძალით არ დააბრუნოს რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი სამშობლოში. „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა, სპეციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის მოქალაქის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში გასამართლდა და მოგვიანებით პრეზიდენტმა შეიწყალა. „დენის კულანინმა საჯაროდ გააპროტესტა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მხარდაჭერა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის - ორივე დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით რუსეთში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ის არ იყოს დეპორტირებული რუსეთში, სადაც, ომის საწინააღმდეგო დისიდენტების მიმართ მკაცრი რეპრესიების ამჟამინდელ პირობებში, მას ემუქრება თვითნებური დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის რეალური რისკი“. „ამნესტი ინტერნეშენალი“ შეახსენებს, რომ საქართველო ვალდებულია დაიცვას არ-გაძევების პრინციპი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი პირის გადაცემას იმ ქვეყანაში, სადაც მას შეიძლება დაემუქროს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური რისკი. თბილისმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ კულანინს შეეძლოს ეფექტურად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის ნებაყოფლობით გამგზავრება უსაფრთხო მესამე ქვეყანაში. „საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტურად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის უსაფრთხო მესამე ქვეყანაში ნებაყოფლობით გამგზავრება“, - ხაზგასმით აღნიშნა დენის კრივოშეევმა. კულანინი 2025 წლის 28 მარტს, შსს-ს მანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 28 აგვისტოს, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 226 პატიმარი შეიწყალა და ყველა გაათავისუფლა, რუსეთის მოქალაქის გარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი დეპორტაციის პროცედურის დასრულებამდე მიგრაციის სამსახურის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. 1 სექტემბერს, კულანინი ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინა საქართველო სომხეთში, მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა სასამართლოსა და დროებითი განთავსების ცენტრს წარუდგინეს მისი თვითმფრინავის ბილეთი, პასპორტი და ჩასხდომის ბარათი. თუმცა, როგორც Amnesty International აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებამ „მას წაართვა საქართველოდან სომხეთში ნებაყოფლობით გამგზავრების შესაძლებლობა და გააჩინა შიში, რომ ხელისუფლება მის რუსეთისთვის გადაცემას გეგმავდა“.
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)