14:15 - 02 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-02 12:56:48, 239 ნახვა

საზოგადოება
ოცნება გეგმავს არასრულწლოვანთა მიერ სქროლის გამოყენების რეგულირებას

ივანიშვილის მთავრობა გეგმავს არასრულწლოვანთა მიერ ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების  გამოყენების რეგულირებას. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის მიერ წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალში წერია. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები შევა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული პაკეტის მიზანია "სქროლების"გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

"ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას." - ნათქვამია განმარტებით ბარათში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International-მა საქართველოს მოუწოდა, დენის კულანინი რუსეთში არ გააძევოს
აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი და აფეთქება მოხდა
ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
ოცნება გეგმავს არასრულწლოვანთა მიერ სქროლის გამოყენების რეგულირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics