21:22 - 01 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-01 20:01:26, 227 ნახვა

სამართალი
მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, შსს თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

სამართალდამცველებმა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მანქანა გაჩხრიკეს. თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ Live ვიდეოში ისმის, რომ გამომძიებელი ელიზბარაშვილს ეუბნება, რომ უნდა ჩაატარონ მისი პირადი ჩხრეკა, "სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში".

"მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო მუქარის ფაქტზე" - ამბობს გამომძიებელი და მოგვიანებით ამატებს "30-ში მომხდართან დაკავშირებით, არიან განმცხადებლები".

"30-ში რესტორან სხვაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ტუალეტში ხელის დასაბანად ჩავედით, 8 კაცი მოვიდა, გადაკეტა კორიდორი და მეუბნებიან, ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ ბოდიშს არ მოგვიხდიო, რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, ვინ ხართ, არ გიცნობთ-მეთქი, ჩვენ TV იმედის თანამშრომლები ვართო, შენი პოზიცია არ მოგვწონს, უკრაინას მხარს რომ უჭერ და რუსებს, რომ აგინებო, არ "გვევასებიო" და ბოდიში უნდა მოგვიხადოო. ვუთხარი, ცოლს დავტოვებ სახლში ნახევარ საათში ჩამოვალ და დაგელაპარაკებით მეთქი, მეუღლე დავტოვე არც დამჭირდა ნახევარი საათი, 20 წუთში ჩამოვედი და ესენი გაიქცნენ, არცერთი არ დამხვდა და ახლა ესენი მიჩივიან მე?!" - ეუბნება ელიზბარაშვილი გამომძიებლებს.

31 აგვისტოს ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა: "ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან "სხვა"-ში ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად" - წერდა ელიზბარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სვანეთში და ასევე ზღვაში დაკარგული ტურისტი ქალები გარდაცვლილები იპოვეს
ღარიბაშვილი: კობახიძე-მდინარაძის დროს თვითმკვლელობებზე კითხვები პასუხგაუცემელია
ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
ღარიბაშვილი: მდინარაძემ ჩემს საქმეში მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics