|
2026-09-01 15:23:06, 230 ნახვა
პოლიტიკა
ტატა ხვედელიანი – ოცნება აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას
ხელისუფლება, რომელიც ღარიბი ოჯახების შვილებს განათლების გზით წინსვლისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს, საკუთარ ქვეყანას ართმევს მომავალს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სექტემბერია და ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა შვილების მომავალი და მათი განათლება. „განათლება, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ის სფერო, სადაც ამ დაპირისპირებულ პოლიტიკურ გარემოშიც კი შევძლებდით კონსენსუსის მიღწევას და ჯანსაღი დისკუსიის წარმართვას. განათლება არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ის ეხება ჩვენს შვილებს, მათ მომავალს; ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ და რომლებსაც ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები არ უნდა ყოფდეთ, მაგრამ თქვენ აქაც, იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემის მომავალი ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად გექციათ, გადაწყვიტეთ, ესეც დახურულ კარს მიღმა გაგეკეთებინათ. არ მოუსმინეთ მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, მშობლებს, დარგის სპეციალისტებს. შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგების გამოსწორებაც დღეს უკვე გამონაკლისებით ცდილობთ. განათლება ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობისთვის, კორუფციული ინტერესებისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობის გამო სულ უფრო ხელმიუწვდომელი გახადეთ. კობახიძემ, რომელმაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერცერთ სფეროში ვერ მოახერხა საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება, მოიფიქრა ეს ე.წ. რეფორმა, რომელიც არცერთ არსებულ პრობლემას არ პასუხობს. დავიწყოთ სკოლით. სოციალურ თანასწორობაზე საუბრობთ და ამ დროს არაფრად მიიჩნევთ: ბავშვთა სიღარიბეს; ანტისანიტარიას საპირფარეშოებში; ქვეყანაში ისევ არსებობს სკოლები, სადაც ბავშვები დღემდე შეშის ღუმელით თბებიან“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა. მისი თქმით, დანგრეული სკოლებისა და უფასო სასკოლო კვების არარსებობის ფონზე სოციალური თანასწორობის სიმბოლოდ სასკოლო ფორმა გამოაცხადეთ და 45 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეთ მის შესყიდვაში. „საბოლოოდ, ეს კონცეფციაც ჩააფლავეთ, შეძლებული ოჯახები საკუთარ შვილებს ხარისხიანი ფორმით თვითონ უზრუნველყოფენ, ხოლო ღარიბებს კი სამინისტროს მიერ შეკერილი პოლიესტერის დაბალხარისხიანი ფორმის ჩაცმა მოუწევთ. თქვენი განათლების მინისტრი ამ დროს, პოლიციური მიდგომით, იმაზე ფიქრობს, ფორმის ჩაუცმელობისთვის როგორ დასაჯოს თქვენივე კორუფციით გაღარიბებული ბავშვების მშობლები. „ოცნების“ ხელისუფლებამ სკოლების და ბაღების ასაშენებელი ფული შეჭამა, ბაღის ბავშების საკვების ფული გაფლანგა, ახლა კი კიდევ ითხოვთ ასაწყობი სკოლებისთვის 22 მლნ ლარზე მეტს ხალხის ბიუჯეტიდან. გადავიდეთ უმაღლეს განათლებაზე. თქვენს მიერ ხელოვნურად შემცირებული ადგილების პირობებში ყველაზე მეტად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილები დაზარალდნენ. თქვენ მათ აიძულებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერმოხვედრის შემთხვევაში კერძო უნივერსიტეტში ან პროფესიულ სასწავლებელში წავიდნენ. თუმცა სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს და ღამეებს ათევს, რათა ბინის ქირის, ტრანსპორტის, კომუნალურისა და საკვების ხარჯები დაფაროს, კერძო უნივერსიტეტის სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის. მეტი პერსპექტივის, ხარისხიანი განათლებისა და დაპირებული საერთო საცხოვრებლების ნაცვლად, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით, ახალგაზრდებს სხვა ქალაქებში უშვებთ, იქ, სადაც ნაკლები სამუშაო ადგილი და შესაძლებლობაა, რადგან ეს შესაძლებლობებიც თქვენი კორუფციის გამო ვერ შექმენით რეგიონებში. სოციალური თანასწორობა, იცით, რა არის? სოციალური თანასწორობაა, როდესაც არცერთი ბავშვი არ ზის სკოლაში მშიერი; როდესაც სოფელში მცხოვრებ ბავშვს ისეთივე ხარისხიან განათლებაზე მიუწვდება ხელი, როგორიც თბილისში მცხოვრებს; როდესაც სტუდენტს არჩევანის გაკეთება არ უწევს ლექციასა და სამსახურს შორის. სოციალური თანასწორობაა მასწავლებლების ღირსეული ანაზღაურება და პენსიაა. დღეს „ოცნება“ განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს გაურბის და აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ნაციონალური მოძრაობა: თბილისის აეროპორტი მორდორის კარიბჭედ იქცა
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)