|
2026-09-01 09:36:15, 271 ნახვა
ომი უკრაინაში
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
1 სექტემბრის ღამეს, რუსულმა „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას საერთაშორისო საბორნე გამშვები პუნქტი დაბომბეს, რის გამოც მისი ოპერაციები შეწყდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. დრონებმა გამშვები პუნქტის შენობასა და ტერიტორიას დაარტყა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ჩააქრო. „ამჟამად, გამშვებ პუნქტზე პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების დამუშავება დროებით შეჩერებულია. მეზობელ ქვეყანას სიტუაციის შესახებ ეცნობა. სატრანსპორტო საშუალებები სხვა გამშვებ პუნქტებზე გადამისამართდება“, - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა. სასაზღვრო დამცველებმა ყველას მოუწოდეს, საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვისას ეს ინფორმაცია გაითვალისწინონ. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ღამეს, რუსულმა თავდასხმის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ვინოგრადოვკა-ვულკანესტის გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაბომბეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინასა და მოლდოვას შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე განხორციელებული მესამე დარტყმაა. ადრე რუსეთმა მეზობელ ტაბაკის საკონტროლო პუნქტს დაესხა თავს.
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)