16:12 - 31 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-31 15:09:13, 220 ნახვა

სპორტი
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე, გადამწყვეტ რაუნდშია. ოლეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და ახლა მთავარი მიზნისთვის, ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის  ბრძოლას განაგრძობს.

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების მეორე შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ დღეს, დღეს,  22:00 საათზე გაიმართება. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა უკვე გამართა, მონტენეგროს 28 აგვისტოს თბილისში დაუპირისპირდა და მეტოქე 101:74 დაამარცხა.

ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით იასპარეზებს.

ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება, რაც თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები ელოდება. 

დღეს პორტუგალიასთან შეხვედრით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლას აგრძელებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს 

საქართველოს ბანკი –  საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, პატიმრობა შეეფარდა
ეკატერინბურგზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics