14:36 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-30 17:33:21, 2279 ნახვა

ომი უკრაინაში
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა

დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, 29 აგვისტოს ღამეს ოკუპირებულ დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის პირველი ზედამხედველის, დიმიტრი ნეელოვის მანქანა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. ნეელოვის მდგომარეობა უცნობია.

2026 წლის გაზაფხულზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ნეელოვს დაუსწრებლად აცნობეს, რომ იგი ეჭვმიტანილი იყო ომის დანაშაულების ჩადენაში. უკრაინის უსაფრთხოების ძალები ვარაუდობენ, რომ ის მონაწილეობს უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში, ცემასა და დამცირებაში.

2022 წლის 29 ივლისის ღამეს აფეთქება მოხდა ელენოვკას ციხის კოლონიის ერთ-ერთ ყაზარმაში, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100 დაშავდა. შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი დაადანაშაულეს  მომხდარში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics