|
2026-08-29 17:55:48, 1071 ნახვა
პოლიტიკა
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
"ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოსვლას გამოეხმაურა. "ჩვენთვის არაერთი წყაროდან არის ცნობილი, მათ შორის, რუსული ღია წყაროებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს, მათ შორის, შესაძლო მობილიზაციის გამო, რომელზეც საუბრობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა, Politico. რა თქმა უნდა, ეს არაერთი რისკის შემქმნელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჯერ კიდევ 2021 წელს, "ლელო - ძლიერი საქართველო" საქართველოს დაცვის აქტში მკაფიოდ მოუწოდებდა რეჟიმს იმისაკენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები ყოფილიყო ამ მიმართულებით გადადგმული, ეს მათ შორის, გულისხმობდა მიგრაციული ნაკადის კონტროლს, სავიზო რეჟიმის გადახედვას, საქართველოს აბსოლუტურად არაადეკვატური სავიზო რეჟიმი აქვს. ეს გულისხმობდა იმ ტიპის მექანიზმების შემოღებას და დაწესებას, რაც თავსებადია საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ჩვენს დემოგრაფიულ ინტერესებთან. ამ რეჟიმმა, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ეს რეჟიმი არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს, ის ემსახურებოდა რუსეთს და მის ეროვნულ ინტერესებს", - თქვა გეგელიამ. Politico-ს ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, საქართველოს მიმართულებით, კვლავ ნაცნობი მასობრივი გადინების სურათი იკვეთება. ინფორმაციის თანახმად, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაცია გასულ კვირას 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში კრემლმა სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით სულ უფრო აგრესიული ზომები მიიღო, გააძლიერა რეზერვისტების შესახებ მონაცემების შეგროვება და გააფართოვა ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებები. ყოველივე ეს კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდებს, რომ შესაძლოა მორიგი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდეს.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)