12:34 - 28 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-28 11:40:41, 265 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა შეიწყალა

"მიხეილ ყაველაშვილმა სხვადასხვა დროს აქციებისას დაკავებული ის პირები შეიწყალა, რომლებმაც თავიანთი დანაშაული მოინანიეს."- განაცხავა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა  არჩილ გორდულაძემ.

„სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ თუ ადამიანი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და საკუთარ ნამოქმედარს მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება. იგივე შემთხვევაა ახლაც, როცა პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება გამოიყენა – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა ჰუმანურობა გამოიჩინა და შეწყალება გამოიყენა.

რაც შეეხება შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს, გვახსოვს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს როგორ ამუნათებდა, რომელთაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ ადამიანებს თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ. რატომ? – მათ ამ ადამიანების ბედი რეალურად არ აინტერესებთ. მათი ნაწილი წააქეზეს, მოატყუეს და პარალელური სამყარო შეუქმნეს. შემდეგ კი, ეს ადამიანები მიატოვეს და მათი არსებობა დაივიწყეს. როცა ამ ადამიანებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა, მათი დამუნათება დაიწყეს და ამათ წინააღმდეგ თავდასხმებსაც კი დაიწყებენ. ამ ყველაფერს თავიანთი ხელით ან იმ დამქაშებით გააკეთებენ, რომლებიც არც თუ ისე ბევრია დარჩენილი“, – განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა წლის დასაწყისიდან მერვედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს
არჩილ გორდულაძე – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა შეიწყალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics