|
2026-08-28 09:38:09, 234 ნახვა
სამართალი
ყაველაშვილმა პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების რამდენიმე მონაწილე შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები არიან. არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა შეიწყალა: საბა ჯიქია, ამ ეტაპზე უცნობია, გათავისუფლებული დემონსტრანტებიდან ყველას ჰქონდა თუ არა მიმართული პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით. 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებოდა. 2025 წლის 10 ივლისს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
მიხეილ ყაველაშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 ადამიანი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
ტრამპმა პირადად გააგზავნა CIA-ს ხელმძღვანელი პუტინთან, რათა დაერწმუნებია ომის დასრულებაზე, სანამ რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება -The Wall Street Journal
სევასტოპოლში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დრონი დაეჯახა., ოთხი ადამიანი დაშავდა
ყაველაშვილმა პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების რამდენიმე მონაწილე შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა სინდისის პატიმრები გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე შეიწყალა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)