14:41 - 26 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-26 13:50:39, 226 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო გამოცემამ Global Finance თიბისის ღია ბანკინგის API სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ ეს გამარჯვება 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე მოიპოვა.

თიბისიმ Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო აიღო ღია ბანკინგის სერვისების მრავალფეროვნებისთვის, სიმარტივისთვის, პარტნიორების რაოდენობისა და გამოყენების მაღალი მაჩვენებლისთვის.

Global Finance-ის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისიში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ფინანსურ ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ, რომელთა საშუალებითაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ვქმნით მარტივ, სწრაფ და სანდო გამოცდილებას. ღია ბანკინგის სერვისები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისები  უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვა ფინტექ პლატფორმებზე“ - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.

Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება წელს უკვე 27-ედ ჩატარდა. წლების განმავლობაში თიბისის ამ დაჯილდოების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული, რაც ბანკის ინოვაციურობას, ციფრული სერვისების ხარისხსა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისაკენ მუდმივ სწრაფვას უსვამს ხაზს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
საია - პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის შეგზავნაზე უარი უხეშად არღვევს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics