|
2026-08-26 11:42:27, 250 ნახვა
სამართალი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს – შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დაუფლების მიზნით, თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა და ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. "სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი აპარატი, აპარატში არსებული 4000-მდე ლარი და ქურდობის მცდელობისას გამოყენებული ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო". - წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
BOG-ის მხარდაჭერით "დომუსი" ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
ონტარიოს პრემიერ-მინისტრი დაგ ფორდი - გაკოტრების მეფე ტრამპმა უკანალზე მაკოცოს
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს – შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა
თიბისი კამპუსი - სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)