23:53 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-25 20:42:12, 2054 ნახვა

პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს

ცივილიზებული საზოგადოების ღირსების საკითხია რომ ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად გასამართლდეს - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„მიმაჩნია რომ ჩვენი, როგორც ცივილიზებული საზოგადოების ღირსების საკითხია რომ ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად გასამართლდეს და არა მისი პატრონის შურისძიებით. ივანიშვილის რეჟიმს რომ ჩამოვშლით, ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენს მტერსაც სამართლიანად ექცევა.

 არა იმიტომ რომ მტერი მებრალება (არანაირად), უბრალოდ სწორი მასეა, ჩვენთვის - ყველასთვის.

ჩვენ, როგორც ხალხი, რომ კარგად ვიყოთ, მასეა საჭირო. წესიერება არის სწორი!“ - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება 24 აგვისტოს წარუდგინეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics