19:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-24 16:22:50, 2611 ნახვა

სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი - ნათია თამაზაშვილი

ადვოკატი და ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისდა, ნათია თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერი პოლიტიკური პატიმარია.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს სრულად არის პოლიტიკური პროცესი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი...

ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შედის, ეს ლოგიკას არ ექვემდებარება, ჩემი პირადი შეფასებით შემიძლია გითხრათ, რომ არალოგიკურია მიმდინარე პროცესები, არარსებულ ბრალზეა საერთოდ საუბარი და დამატებით რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური დევნილია ირაკლი დღეს" - ამბობს თამაზაშვილი TV პირველთან.

ადვოკატის და ღარიბაშვილის ცოლისდის თქმით, "ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი და არც აღიარა, ხელიც არ მოაწერა ირაკლიმ ამ ბრალდებას".

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება დღეს, 24 აგვისტოს წარუდგინეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics