2026-08-24 12:06:38, 2415 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობისთვის 2 პირი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანი
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, უკანონოდ დაეუფლნენ მის პირად ნივთებს და თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან