2026-08-19 19:42:09, 1706 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები რუსეთის სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზიანს აყენებს ქვეყანას, თუმცა, მისი თქმით, მათ "კრიტიკული შედეგები არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ".
პუტინმა ამის შესახებ სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"ეკონომიკურ ტემპებზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის გარე ზეწოლა და [უკრაინის] ტერორისტული თავდასხმები სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. რა თქმა უნდა, ასეთი თავდასხმების შედეგები კრიტიკული არ არის, არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს. თუმცა, ისინი, რა თქმა უნდა, ზიანს გვაყენებს - ეს აშკარაა" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან