|
2026-08-18 17:29:24, 1386 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“. ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კითხვებს, ექსპრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შესახებ, რომელიც მან 17 აგვისტოს, საპატიმროდან გამოაქვეყნა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზა. ირაკლი კობახიძის თქმით, მან არ იცის, რა წერილზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი. ამბობს, რომ მას ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული წერილის შესახებ არ უსაუბრია ბიძინა ივანიშვილთან: „ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს. გუშინ კომუნიკაცია გვქონდა [ბიძინა ივანიშვილთან] სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, არ მახსოვს, წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე, ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. შეიძლება გამოქვეყნებამდე გვქონდა კომუნიკაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვიმსჯელია ამ თემაზე“. ირაკლი კობახიძე, ექსპრემიერის განცხადებაზე, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, ამბობს, რომ ამის „თეორიული შესაძლებლობაც“ კი არ არსებობს: „მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომაა ჩემთვის გაუგებარი ეს წერილი, განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, ბუნებრივია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. [მისი] ოჯახის უსაფრთხოება რატომ უნდა იდგეს საფრთხის ქვეშ? რაიმე თეორიული ვარიანტი შეიძლება წარმოიდგინოთ, რატომ შეიძლება შეექმნას ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე? მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება არსებობდეს... აბსურდია“. მისივე განცხადებით, უცნობია, რა კორუფციული დანაშაულის აღიარების იძულებაზე საუბრობს 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი: „არ ვიცი. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. ისინი გაგცემენ ამ ყველაფერზე პასუხს. თუ რაიმე სხვა საქმე არსებობს, მათგან შეგიძლიათ მიიღოთ ეს ინფორმაცია“. კითხვაზე, ხომ არ „მოუკითხავს“ ირაკლი კობახიძეს სამართალდამცავ უწყებებთან, რა დანაშაულის აღიარებაზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი, ის ჟურნალისტს პასუხობს: „სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში ჭარბი ჩარევა არ ვარგა... შეგვიძლია დავინტერესდეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს რწმენა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში. თუ რაიმე ნიშნები იქნება სხვა დანაშაულის, ისინი იქნებიან ამაზე პასუხისმგებლები და რაც მთავარია, ეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. თუ რაიმე ახალი ბრალი იქნება წაყენებული კონკრეტული პირისთვის, ეს გამჭვირვალეა და საზოგადოება გაიგეს. ეს არის მთავარი. მე შეგნებულად ჭარბად არ ვინტერესდები ხოლმე ასეთი საკითხებით იმისათვის, რომ რაღაც ზედმეტი გავლენის ქვეშ არ მოექცეს ესა თუ ის სამართალდამცავი ორგანო“. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის ასევე უცნობია, „რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როცა ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად, იცოდა თუ არა რაიმე ღარიბაშვილის სამომავლო შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზე.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)