|
2016-04-07 10:44:36, 698 ნახვა
სამართალი
პარლამენტში დღეს თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურებს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურებს განიხილავენ. საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები 28 მარტს წარადგინა. თამარ ლალიაშვილს 2001-2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში, იგი საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 1993-1999 წლებში კი, თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2010 წელს სამართლის დოქტორის წოდება მიენიჭა. იგი არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რაც შეეხება ნონა თოდუას, მას 30 წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს. წლების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. მან 1981 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)