18:03 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-13 18:57:23, 1070 ნახვა

საზოგადოება
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის სპეციალურ შეთავაზებას იწყებს. 11 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, თუ მშობელი შვილს sCoolApp-ში დაარეგისტრირებს და ის აპლიკაციაში ავტორიზაციას გაივლის, მშობელი 10 ლარს მიიღებს, ხოლო 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლები - რიგითობის შესაბამის საჩუქარს: 50, 100, 500 ან 1000 ლარს. 

კამპანიაში ჩართვა მარტივია: მშობელმა შვილი sCoolApp-ში მობილბანკიდან უნდა დაარეგისტრიროს, რის შემდეგაც შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია უნდა გაიაროს. წარმატებული რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ მშობელი საჩუქრის შესახებ შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. დამატებით, 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლებს კი რიგითობის შესაბამისი პრიზი ავტომატურად გადაეცემათ. 

საჩუქრის მიღების შესახებ ინფორმაციას მშობელი SMS-ით ან მობილბანკის შეტყობინების სახით, ხოლო sCoolApp-ის გასააქტიურებლად საჭირო მონაცემებს ბავშვი SMS-ის საშუალებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზება ვრცელდება თითოეულ წარმატებულ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, თუ მშობელს რამდენიმე შვილი ჰყავს, მას შესაძლებლობა აქვს, საჩუქარი თითოეული ბავშვის რეგისტრაციისთვის ცალ-ცალკე მიიღოს.

როგორ ჩაერთოთ კამპანიაში

  • დაარეგისტრირეთ შვილი sCoolApp-ში მობილბანკიდან; 
  • დარწმუნდით, რომ შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია გაიარა;
  • დაელოდეთ საჩუქრის შესახებ SMS-ს ან მობილბანკის შეტყობინებას.

ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომლებსაც უამრავი საინტერესო შეთავაზება და ფუნქციონალი მოყვება. აპლიკაციას უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. გადმოწერეთ sCoolApp ან გაიგეთ მეტი აპლიკაციის შესახებ.

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics