|
2026-08-08 12:46:24, 421 ნახვა
პოლიტიკა
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი ტკივილი განიცადა – ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით თანამოქალაქის მიერ მშობლიური კერის იძულებით დატოვება და ძვირფასი შვილების დაკარგვა საქართველოს ისტორიის უმძიმესი ფურცელია… დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას. იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას, რათა გარდაცვლილთათვის ღირსეული პატივი მიეგოთ, ხოლო ცოცხალთათვის დახმარება და ნუგეში აღმოეჩინათ. დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად. ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყოველ უმძიმეს ეტაპზე ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლე გაიღონ და ერთი წამი მარადისობად აქციონ… მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს! უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მათ სულებს!“ - ნათქვამია განცხადებაში. უფალმა აკურთხოს და მომადლოს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული სრულიად საქართველოს!
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)