|
2026-08-06 13:06:33, 572 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს. „მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოც ავრცელებს. „ერთი წლის წინ, ცნობილ ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლონეთის საელჩო კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ეს სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიზებულია. ჩვენ მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ“, - აცხადებს საელჩო.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)