|
2026-08-04 13:52:19, 1317 ნახვა
პოლიტიკა
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024 წლის 11 აგვისტოს მომხდარ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით. მელიას ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განცხადებით, თავდაპირველად გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლა გადაკვალიფიცირდა და წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. "როგორც გამომძიებელმა მითხრა, პროკურატურამ გადააკვალიფიცირა მუხლი და ახლა გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ძალადობით ხელის შეშლას. ასევე გამომძიებელმა მითხრა, რომ ეს პირი, ვინც უშუალოდ დანაშაული ჩაიდინა, ჰყავთ იდენტიფიცირებული, მათ შორის გამოკითხული და ახლა მიმდინარეობს იქ მყოფი პირების, მოწმეების გამოკითხვა და ალბათ, ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს ამ გამოძიებას. [...] მუხლი, რომლითაც ახლა გამოძიება მიმდინარეობს, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რადგან ყველანაირი, მათ შორის, ვიდეომტკიცებულებები არსებობს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩადის ამ ქმედებას, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ლოგიკური დასასრულია, რომ დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. [...] როგორც გამომძიებელმა მითხრა, თავდამსხმელი გამოკითხვის დროს აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ამბობს, რომ მან ჩაიდინა პოლიტიკური ნიშნით ეს დანაშაული და ამბობს, რომ თითქოს იქ მასზეც განხორციელდა ძალადობა - სცემეს, მაგრამ რაიმე დაზიანება, ძალადობის კვალი მას არ აღენიშნება. [...] სამართლებრივად, რომ აქეთ მხარეს რომელიმე აქტივისტი, მხარდამჭერი მიეცეს პასუხისგებაში, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის". - განაცხადა ადვოკატმა TV პირველთან. როგორც უფლებადამცველი ამბობს, გამომძიებლის განცხადებით, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება არ მომხდარა, ისინი ამოცნობის ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, საქმესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა ნიკა მელიაც. ცნობისთვის, 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და დაარტყა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)