21:21 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 13:23:48, 1643 ნახვა

სამართალი
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა

ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც რეჟიმის სასამართლოს მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის მსჯავრდებული იყო ციხიდან, გაათავისუფლეს. ის ცხრათვიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესების დარღვევისთვის.

ადრე, 2025 წლის 24 ოქტომბერს, მენთეშაშვილი ადრეც იყო ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული მსგავსი დანაშაულისთვის და მიესაჯა შვიდი დღის ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ განმეორებითი დარღვევისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics