19:16 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 11:30:27, 1990 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და Roche-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების  მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

საუბარი ასევე შეეხო პრეპარატ ელევიდისს, რომელიც  დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, Roche-ს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ობერრაიტერი და Roche Georgia-ს კავკასიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი მაკა ასათიანი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics