|
2026-07-30 17:37:20, 945 ნახვა
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. ეს დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. "ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 - კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს", - განაცხადა ყრილობის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. ის 7 წევრით განისაზღვრა. ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ცნობისთვის, ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. აღსანიშნავია, რომ ის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)