|
2026-07-30 16:21:40, 835 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელი შეიცვალა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, 2026 წლის ივლისიდან, კარიერული დიპლომატი ემი ვ. დიასი, რომელიც ალან პერსელს შეცვლის, თბილისში აშშ-ის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. ემი დიასი აშშ-ის საგარეო საქმეთა სამსახურის უფროსი თანამდებობის პირია. საქართველოში დანიშვნამდე, იგი მუშაობდა მალავიში აშშ-ის საელჩოში მოვალეობის შემსრულებელი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპული საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური ურთიერთობების ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ზიმბაბვეში საკონსულო განყოფილების უფროსად და ავღანეთში აშშ-ის საელჩოში ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის უფროსად. ადრე, იგი მუშაობდა კანონის უზენაესობის მრჩევლად და ამერიკის კონტინენტების სამიტის კოორდინატორად პანამაში, შიდა პოლიტიკის განყოფილების უფროსად თბილისში აშშ-ის საელჩოში და ვიცე-კონსულად ზიმბაბვესა და მექსიკაში. დიასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 2002 წელს, პრეზიდენტის მენეჯმენტის სტიპენდიანტების პროგრამის ფარგლებში დაიწყო მუშაობა და 2005 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული თანამდებობის პირია. მან მერილენდის შტატში, წმინდა იოანეს კოლეჯი დაამთავრა, მოგვიანებით კი არიზონას უნივერსიტეტიდან იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო. სამსახურის განმავლობაში მან სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდო მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, დიასი დაქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)