15:21 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-30 12:35:21, 722 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა

„ქართული ღირებულებების, ტრადიციებისა და კულტურის დაცვისთვის“ ორგანიზაციის შექმნა ქვეყნის დესტაბილიზაციის კლასიკურ რუსულ სტრატეგიაში ჯდება, განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ MMA-ს მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცხადებული ორგანიზაციის უკან „ქართული ოცნება“ დგას.

„ისინი ძალიან ძველ ინსტრუმენტებს იყენებენ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ ის, რაც ხდება. მეორეს მხრივ, ეს ადამიანები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ჩვენ აბსოლუტურად არ უნდა ვუპასუხოთ ანალოგიურად - ვეძებოთ სადმე მკაცრი ბიჭები, შევქმნათ მსგავსი ჯგუფები და ჩავერთოთ კონფრონტაციაში.

ასეთი ორგანიზაციების საბოლოო მიზანია ორივე მხარეს მსგავსი ჯგუფების შექმნა და ესკალაციის პროვოცირება. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება; ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებს რუსეთი. ამიტომ, არ უნდა მივცეთ მათ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, MMA-ს მებრძოლმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი ქართველიშვილმა, რამდენიმე თანამოაზრე პირთან ერთად, რომელთა ვინაობაც ბრიფინგზე არ გახმაურებულა, გამოაცხადა ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელიც ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვას ისახავს მიზნად. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მიზნით პატიმრობისთვისაც კი მზად იყო.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics