|
2026-07-28 17:01:27, 1093 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პრორუსული განწყობებით ცნობილი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ფიფიამ დაურეკა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. მჟავანაძის თქმით, მოსკოვში ჩასვლისთანავე მამუკა ფიფიამ გაავრცელა საჯარო განცხადება ქართულ და რუსულ ენებზე, სადაც აღნიშნა, რომ მას ნიკოლოზ მჟავანაძესთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. მიზანი კი მისი რეპუტაციის შელახვაა. მჟავანაძე ამტკიცებს, რომ ფიფია მის წინააღმდეგ ფინანურ ბერკეტს იყენებს. მჟავანაძე ადასტურებს, რომ ფიფიამ მას რამდენჯერმე ჩაურიცხა გარკვეული ფულადი თანხა. თუმცა განმარტავს, რომ ეს იყო საფასური იმ უზარმაზარი ტექნიკური შრომისა, რომელსაც ის ფიფიას ინტერვიუების დამონტაჟებისას ეწეოდა. მჟავანაძე ირწმუნება, რომ ფიფიამ თავად გამოთქვა ამ ფინანსური კონტრიბუციის სურვილი. მჟავანაძე აცხადებს, რომ ამ მცირე ფინანსური დახმარების გამო ფიფიამ ჩათვალა, რომ მჟავანაძე მისი „მონა“ უნდა ყოფილიყო, დაიწყო შეურაცხმყოფელი ქცევა, რის გამოც მჟავანაძემ მასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. ამის შემდეგ კი, მჟავანაძის მტკიცებით მას ფიფია რუსეთში ბლოკავს. პრობლემებს უქმნის სამსახურის დაწყებაში და აკრედიტაციების მიღებაში. მჟავანაძე ვრცელ მიმართვაში ახსენებს მამუკა ფიფიას, სადაც ის ამბობს, რომ მას ლიბერალებთან და უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან ერთად, მას ქართული ე.წ. პრორუსული ფლანგიც ებრძვის. მჟავანაძის თქმით, ამ გამოსვლიდან მეორე დღესვე, მას ტელეფონზე უცხო ნომრიდან დაურეკა ფიფიამ და დაუწყო გინება. მჟავანაძემ ამ კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერსაც ავრცელებს. მჟავანაძე ფიფიას ფრაზაზს: „ხალხი ბაგაჟნიკით სასაფლაოზე დამყავდაო“. პირდაპირი მუქარად აღიქვამს. მჟავანაძის ბრალდებებზე მამუკა ფიფიას კომენტარი არ გაუვრცელებია.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)