|
2026-07-27 00:32:53, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
საქართველოში "ქართული ოცნების" რეჟიმის ჩართულობით კადიროვის ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ დღეს საღამოს გამოქვეყნებული ანონსით ირკვევა, რომ რეჟიმის მიერ ტიტუშკების გამოყენება სავარაუდოდ მეტად ორგანიზებულ ფორმას იღებს. 27 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში MMA - ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი მეგობრებთან ერთად ბრიფინგს გამართავს. ანონსში წერია, რომ იქმნება ორგანიზაცია, რომელსაც "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე" მთავარი ტიტუშკა ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარი და MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილია. ოცნების პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ში გადასვლამდე ჟანა აკოფაშვილი მთავარი არხის ჟურნალისტი იყო. მის ქმარ ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე "თავდამსხმელის მეგობრად" მოიხსენიებდა და მის დასაცავად იყენებდა. მოძრაობის დაარსების შესახებ ანონსის გასაჯაროების შემდეგ ჟანა აკოფაშვილმა Facebook გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)