11:44 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-27 00:16:32, 1047 ნახვა

სამართალი
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა

თბილისის საკრებულოსთან ცოტა ხნის წინ ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით: "ბიძინა *ლეა? კი- არა". შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. მოგვიანებით კი პოლიციამ დააკავა 10-ზე მეტი აქტივისტი, რომლებიც ანალოგიური წარწერის ბანერებით თოშხუას სოლიდარობას უცხადებდნენ

 სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარიამ მეყანწიშვილი, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე, ია მელითაური, ნინი ნაჭყებია და მარინე ნანავა

"დავით მამაგეიშვილი [თბილისის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი] სახეში ურტყამს ხელს სანდრო სეხნიაშვილს. სანდრო სხვა აქტივისტებთან ერთად ცოტა ხნის წინ დააკავეს" | წერს ლევან ზაზაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics