|
2026-07-25 18:21:01, 1187 ნახვა
საზოგადოება
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
ევროპის მოედანზე "რიყის დოქების" დემონტაჟი დაიწყეს - ადგილზე მძიმე ტექნიკა და ათობით მუშახელია მობილიზებული. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუკსასის ნამუშევარს რკინის კონსტრუქცია უკვე მოაშორეს. ფასადიდან ჩამოღებულ მასალას ერთ ადგილას ასაწყობებენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანაზე გადააქვთ. "პირველების" გადამღები ჯგუფი ცდილობს დემონატაჟის პროცესი გადაიღოს, მაგრამ დასაქმებულები კადრების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. ოპერატორი რკინის ღობის მიღმა გაუშვეს, ჟურნალისტი კი შიდა ტერირტორიაზე ჩაკეტებს. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, დასაქმებულებიდან არცერთი ქართულად მოსაუბრე არაა. სავარაუდოდ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა. უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)