|
2026-07-25 12:39:45, 648 ნახვა
სამართალი
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი ალადაშვილის კლინიკაში ჩატარდა. მას საპატიმროში დღეს გადაიყვანენ. სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ მედიასთან განაცხადა, რომ პროკურატურის პოზიცია დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ იქნება უმკაცრესი. მან ასევე თქვა, რომ ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება. "შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ აუცილებლად ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი… სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. […] სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულია დედის ჩვენებას, სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა." - განაცხადა მედეა ცირამუამ. კაპანაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 4 - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით წარედგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)