2026-07-24 12:18:28, 731 ნახვა
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
24 ივლისის ღამის საათებში უკრაინამ სანქტ-პეტერბურგსა და ტვერში რუსეთის ყველაზე მსხვილი ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაარტყა, რამაც ერთ-ერთ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიშის დროს უკრაინის სამიზნე Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრებიც იყო.
უკრაინის იერიშების ფონზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 50-მდე რეისი გადაიდო.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები და საწყობები რუსეთის სხვა ქალაქებშიც დაბომბა, მათ შორის, მოსკოვის ოლქშიც.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,