|
2026-07-22 17:11:23, 961 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი, Nasdaq Calypso-სა და ეროვნული ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, სახაზინო ინფრასტრუქტურის ისტორიულ ტრანსფორმაციას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით, ქვეყნის ხუთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Nasdaq Calypso სისტემას დანერგავს. ერთიან, საერთო ინფრასტრუქტურაზე გადასვლა სრულად დაფარავს ვაჭრობის სრულ ციკლს, რაც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდისთვის საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის პლატფორმას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე. საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორატიული რისკების მართვა და მკაცრი საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია. რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებაზე დაფუძნებული სექტორული, კოორდინირებული მიდგომა ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს. „საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. „ამ მასშტაბის, გლობალურად აღიარებულ პლატფორმაზე გადასვლა ბაზისბანკისთვის სტრატეგიული ნაბიჯია. Nasdaq Calypso-ს დანერგვა ჩვენს სახაზინო ოპერაციებს, რისკების მართვასა და საოპერაციო მდგრადობას სრულიად ახალ, საერთაშორისო სტანდარტზე აიყვანს. აღნიშნული პროექტი საშუალებას გვაძლევს, ჩვენს კლიენტებს კიდევ უფრო კომპლექსური და მოდერნიზებული ფინანსური პროდუქტები შევთავაზოთ. მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ვართ ჩართული ამ ისტორიულ ინიციატივაში, რომელიც საფუძველს უყრის საქართველოს კაპიტალის ბაზრის გლობალურ ინტეგრაციას.“ - აღნიშნა ბაზისბანკის ფინანსურმა დირექტორმა, ლია ასლანიკაშვილმა. „Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება. GMAP წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩო-პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.“ - აღნიშნა Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა, მაგნუს ჰაგლინდმა. „Nasdaq-ის გლობალური გამოცდილების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით არსებული საზიარო ინფრასტრუქტურის, ასევე „იაპონია - EBRD თანამშრომლობის ფონდის" მეშვეობით გამოყოფილი პროექტის მართვის დაფინანსების წყალობით, ჩვენი წევრი ბანკები ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი საოპერაციო და ფინანსური ოპერაციების მოდერნიზაციას, არამედ, ამასთანავე, ერთობლივად ზრდიან სახაზინო მართვის სტანდარტს მთელ სექტორში. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ცენტრალური როლი შევასრულეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში და მოუთმენლად ველით იმ რეალურ სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი მოუტანს ჩვენს წევრებსა და მთლიანად ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებს, - განაცხადა საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ლაშა ჯუღელმა.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)